თამთა ჩაჩანიძე
04.03.2020

„ხელისუფლება 110/40-ზე ლაპარაკობს, 130/20-ზე-ოპოზიცია, საშუალო 120/30-ზეა, მგონია, რომ თუ ორივე მხარეს შეთანხმება სურს, მისაღები უნდა იყოს და თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაშინ ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე თქმით, 40%-იან ბარიერს საარჩევნო სისტემა 120/30-ზეც უზრუნველყოფს.

„რეზონანსი": „ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პოლიტიკურ პროცესში პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია, კერძოდ ის, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს, რაც წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობსო...

ვახტანგ ძაბირაძე: საუბარი იყო შეწყალების კომისიის შექმნაზე, დღეს ეს კომისია მუშაობს თუ არა, არ ვიცი, პრობლემა ის კი არაა, ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა, პრობლემა ისაა, ეს საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან როგორ იქნება აღქმული.

ეს თუ აღქმული იქნება, რომ ხელისუფლებას შეეშინდა და პოლიტპატიმრები გამოუშვა, მაშინ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა და ბენებრივია, ზურაბიშვილიც ამას არ გააკეთებს.

მეორეც ის, რომ ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ექსპერტებს ჩამოიყვანს, და ნახავენო, რომ ფული მოიპარაო და არანაირი პოლიტპატიმარი არააო და ა.შ.

„რ": ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო ფორმულა 130/20 შესთავაზა, რამდენად შესაძლებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ სისტემით წარიმართოს?

ვ.ძ.: თუ ლაპარაკია იმ პრინციპით რა პრინციპითაც ოპოზიცია ლაპარაკობდა,40%-იან ბარიერს ფაქტიურად 120/30-ზეც უზრუნველყოფს, 125/25-ზე კი მთლიანად გამორიცხავს იმ თეორიულ შესაძლებლობასაც კი, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა, ოპოზიციას რატომ უნდა მაინცდამაინც 130/20-ზე, ეს უკვე აღარ მესმის.

თუ კომპრომისზეა ლაპარაკი, ხელისუფლება 110/40-ზე ლაპარაკობს, 130/20-ზე-ოპოზიცია, საშუალო 120/30-ზეა, მგონია, რომ თუ ორივე მხარეს შეთანხმება სურს, მისაღები უნდა იყოს, და თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაშინ ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება.

„რ" როგორ შეაფასებთ უმრავლესობის დეპუტატის სოფიო კილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის გეგმა „ა" და გეგმა „ბ" არის რევოლუცია?

ვ.ძ.: შეთანხმების საგანი 130/20 ფორმულაა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას და ოპოზიცია ამაზე თუ არ წავა, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიტიკურად მოგებული იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×