ალექსანდრე კორტავა
04.03.2020

რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს და ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს უშლის, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად არ ჩანს. თუ რუსეთი ოკუპაციას იმისთვის იყენებს, რომ საქართველო აღებული გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ დადგება. თუმცა ჩვენ გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა როგორც ჩვენს პარტნიორებთან, ასევე რუსებთანაც. ეს ნაბიჯები არც დათმობას და არც შერიგებას ნიშნავს, მით უმეტეს არც გარიგებას."

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირის კართან დგას.

დღევანდელ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე თბილისის მერი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადეს და დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×