ია აბულაშვილი
04.03.2020

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში სრული შეთანხმება, რადგან ოპოზიციას ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია. სრული შეთანხმება მათთვის ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჩემოდნები ჩაალაგოს და წავიდეს სამოგზაუროდ," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკების პროცესს.

„ასეთი რყევები პოლიტიკისთვის დამახასიათებელია, მაგრამ საქართველოში ეს რყევები განსკუთრებულია, რადგან ოპოზიცია გვყავს განსაკუთრებული და ხელისუთლებას უწევს განსაკუთრებული ზომების მიღება. ოპოზიცია ულტიმატუმის ენით ელაპარკება ხელისუფლებას, დათანხმდით ჩვენს მოთხოვნებსო. მოთხოვნები რა არის? - გამოუშვით პოლიტპატიმარი უგულავა. რა პოლიტპატიმარი უგულავაა, ის ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და ამ დანაშაულზე სხვებიც უნდა იქნენ დასჯილნი, არა მხოლოდ უგულავა.

ახლა ევროპარალმენტიდან იწვევს ხელისუფლება კომისიას, რომელმაც უნდა დაადგინოს სამართლიანად მოხდა თუ არა უგულავას დაპატიმრება და არის თუ არა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ეს არის სირცხვილი. თუ სახელმწიფო ვართ, უცხოეთიდან ჩამოსულმა კომისიამ უნდა დამიდგინოს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა? რა ავტორიტეტი ექნება ან შენს სასამართლოს ან პროკურატურას. რას ეუბნები, მოდი დამილაგე და დამიწყნარე აქ სიტუაციო, თუ რა ხდება?

რაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ოპოზიციას, ისინი მაინც არ დათანხმდებიან, და ახალ ახალ მოთხოვნებს წამოაყენებენ. უგულავას დაპატიმრებაც საბაბი იყო, პროცესი რომ ჩაშალონ. ამიტომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, ყოველ შემთხვევაში სრულ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. სრული შთანხმება მათთვის ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჩემოდნები ჩაალაგოს და სამოგზაუროდ წავიდეს. რატომ უნდა დათმოს ხელისუფლებამ ძალაუფლება ან ვის დაუთმოს, ბოკერიას? ისედაც ხომ შიდა დაპირისპირებაა ოპოზიციაში და მთავრობის კოალიციის შექმნაზე თუ მივიდა საქმე, მერე ნახეთ როგორ დაჭამენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ხელისუფლებას და მის ნაბიჯებს, „ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, მიუხედავად მის მიერ დაშვებული დიდი შეცდომებისა, საკადრო კრახისა, მინისტრებს თავის მეზობელ-მეგობრები რომ მოჰყავთ თანამდებობებზე. ხომ დაინახეს ამ 8 წელის მანძილზე რომ საკადრო პოლიტიკაში პრობლემები აქვთ?! კარგი კადრი მხოლოდ შენს წრეში კი არ უნდა ეძებო, ხალხში უნდა გავიდნენ და იქ იპოვნონო. ნახავენ, რამდენი პროფესიონალი გვყავს მეცნიერებაში, ეკონომიკაში თუ სხვა სფეროებში.

ხელისუფლებამ ახლავე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგარამა დადოს საარჩევნოდ და ეს პროგრამა უნდა იყოს გათვლილი მოკლევადიან პერსპექტივაზე. ყველა წუთი და საათი გაწერილი უნდა იყოს, რას გააკეთებენ იმ პრობლემების გადასაჭრებლად რომელიც დღეს არის ქვეყანაში."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×