რეზონანსი
04.03.2020

ფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა, 40 წლის ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის მკვიდრმა, ლევან ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" მერის წარმომადგენელმა სოფელში ვალერიანე ქაცარავამ განუცხადა.

ქირიქ სასამართლოში მანდატურად მუშაობდა.

„ქირით ცხოვრობდა ფოთში და გუშინ დასვენების დღე რომ იყო, ცოლ-შვილი სოფელში წამოუყვანია და ნაქირავებ ბინაში ფოთში ნახეს ჩამომხრჩვალი. წერილიც დაუტოვებია, სადაც წერს - მარტო ღმერთმა იცისო მე ეს რატომ გავაკეთეო სხვა არაფერია ცნობილი", - განაცხადა მან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×