
საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე კაზინოს რეკლამა გამოჩნდა, ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთიბის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქოს ვებგვერდზე აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზია.
მისი თქმით, საიტმა რებრენდინგი გაიარა და ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს.
"ორი დღეა რაც განვაახლეთ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი. ყველა ტექნიკური დეტალი არ არის დახვეწილი და გაიპარა ხარვეზი", - განუცხადა "დაიჯესტს" ანდრია ჯაღმაიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე