რეზონანსი
04.03.2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, მაია სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილ ქალს სულ სცემდა, მაგრამ მეზოხბლები არაფერს ეუბნებოდნენ.

„შევღონდი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:

მეზობლებმა, ბიჭი თვრებოდა და მოკლულ ქალს სულ სცემდა, მაგრამ კაი ბიჭი იყო და არაფერს ვეუბნებოდოთო.

კაი რატომ იყო, ის რომ ება, მხოლოდ ამიტომ იყო ბიჭი კაი, თუ ოჯახის წევრების ცემით მეზობლებს ართობდა, თავისით უკეთესად ვერაფრით ერთობოდნენ?!

ახლაც ყოფილი ცოლი არ მოუკლავთ, რომ ეჭვიანობას დააბრალოთ და ესეც ნივთიერება დამოკიდებულების შედეგია, წელს მერვე ქალია ახლობლების სეირობით გართობის მსხვერპლი უკვე, მერვე!!!

ახლა ვიდეო გავრცელდა, ცემით დაავადებული ქალი ამბობს, ოჯახში სულ მირტყამენო, სულო!

ორ წლამდე ბავშვი დედას შეშლილი უყურებს და მომხდარის თავისით გააზრებას ცდილობს!“- წერს მაია სიმონიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×