
სტატისტიკით, რესპირაციული ვირუსებით გამოწვეული დაავადებები ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს, მაგრამ რადგან ამჯერად საქმე ახალი ტიპის კორონავირუსთან გვაქვს, სპეციალისტები მსგავს პროგნოზს COVID-19-ზე გადაჭრით ვერ აკეთებენ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსზე ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს, რის გამოც ზუსტად ვერ განისაზღვრება ის თუ მასზე კლიმატს როგორი გავლენა ექნება.
„მხოლოდ ვარაუდია, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის საფრთხე ჩაივლის,ეს ჯერ არ ვიცით,ამაზე ჯერ ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს, რომ ზუსტად განისაზღვროს ის თუ ვირუსზე კლიმატი როგორ გავლენას იქონიებს.
„კორონავირუსი ჰაერის ტემპერატურაზე მშვენივრად ძლებს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ის ჩვეულებრივ დეზინფექციისთვის დუღილის ტემპერატურაზე კვდება.
„გავრცელებული იყო რაღაც ასეთი, რომ 26-27 გრადუს ჰაერის ტე მპარატურაზე კვდება,რაც არაა დადასტურებული და სწორი.
„ამის პროგნოზს მთელს მსოფლიოში ვერავინ ვერ გააკეთებს და თვითონ კონკრეტულ ამ ვირუსის სახეობის ქცევას ვერავინ ვერ განსაზღვრავს იმიტომ, რომ გამოცდილება და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს."-თქვა მან.
მისივე თქმით, საქართველოში ადამიანიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა თუმცა მისი ვარაუდით ეს პროცესი გარდაუვალია.
„თუ ვიხელმძღვანელებთ იმით, რომ კორონავირუსი სხვა სახის ვირუსილი ინფექციებივით მოიქცევა და ამ ლოგიკას დაემორჩილება, მაშინ დათბობასთან ერთად ეპიდემიის უკუგანვითარება უნდა დაიწყოს, მაგრამ ვინაიდან ეს სრულიად ახალი ვირუსია ჯერჯერობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
„საქართველოში შიდა გადადების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ ყოფილა, თუმცა სავარაუდოდ ეს გარდაუვალია."-განაცხადა ბუწაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა, მისი ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კი კვირას დაბრუნდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.
მსოფლიო მასშტაბით,კორონავირუსი 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. საერთაშორისო მასშტაბით დაინფიცირებულების რაოდენობა 95 ათასზე მეტია. ინფექციისგან 53 399-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. დაღუპულთა რაოდენობა კი 3 286-ს შეადგენს.