ია აბულაშვილი
06.03.2020

„არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, როცა ამბობენ, რომ ამას გადაკეტავენ, იმას დაანგრევენ. 400-500 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ, ისიც ცოტა დროით, რამდენიმე ასეული ადამიანისა და მათი სატელიტი ტელევიზიების აქტიურობით დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევენ, ეს არის ხულიგნობა," - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამარაძე, რომელსაც „რეზონანსი" არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა.

„ხელისუფლებამ თავად ჩაიგდო თავი ამ პროცესში, ამჟამად უნდა, რომ მისი ყველა შეთავაზება დასავლელმა პარტნიორებმა კომპრომისად ჩაუთვალონ, რომ დიალოგი შედგა და ხელისუფლება კომპრომსიზე წავიდა. თუ რაიმე პრეტენზიები ექნებათ, უნდა ჰქონდეთ ოპოზიციასთან. რაც შეეხება საკონსტიტუციო პაკეტში ე.წ. 40%-იანი პრინციპის ჩაწერას, ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს გამარჯვების იმედი აქვს.

ოპოზიციაში ძალიან ჭრელი შემადგენლობაა, არანაირი ერთობა, არანაირი ერთიანი გეგმა და მიზანი არ გააჩნიათ, „ნაციონალური მოძრაობის" შიშით იყვნენ გაერთიანებული და ახლაც ასეა. ეს არის ცნობადი სახეების ნაკრები, რომელთაც მხოლოდ საკუთარი კეთილდეობა აინტერესებთ, სახელმწიფოს ხარჯზე. ამიტომ არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, როცა ამბობენ, რომ ამას გადაკეტავენ, იმას დაანგრევენ. 400-500 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ, ისიც ცოტა დროით, რამდენიმე ასეული ადამიანისა და მათი სატელიტი ტელევიზიების აქტიურობით დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევენ, ეს არის ხულიგნობა. რაც შეეხება სანქციების დაწესებას დასავლეთის მხრიდან, ეს ასე მარტივად არ ხდება, და არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიის კუთხით ყველაფერი ისე არ არის როგორც საჭიროა. რადგან სააკაშვილის მეგობარმა კისინგერმა თქვა?.. გახსოვთ, ალბათ, როგორ იწონებდა თავს სააკაშვილი მისი მეგობრის კისინგერის ნაჩუქარ აშშ-ს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ტელეკრანების წინ. რაც შეეხება მთლიანად პოლიტიკურ პროცესს, რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, ეს არის კლანებს შორის ბრძოლა საკუთარი ფულის და გავლენების მოსაპოვებლად," - აცხადებს პეტრე მამრაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×