
„შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს და არჩევნები არსებული 77/73 სისტემით ჩატარდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მსჯელობები მიდის, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი თუ რა ვარიანტზე შეჯერდება ერთის მხრივ მმართველი გუნდი და მეორეს მხრივ რა იქნება ოპოზიციის საბოლოო სიტყვა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელისულებას შორის მოლაპარაკებებს.
ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკების საბოლოო ვადა 9 მარტამდე მისცა. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი შერეული სისტემით ჩატრდება.
„თუკი შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები არაფრით არ დამთავრდა, რა თქმა უნდა არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება რა სისტემასაც მმართველი პარტია დაამტკიცებს, უკვე მომზადებულია მოდელი და შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი წარდგენილი იქნება და თუ აუცილებელი ხმების რაოდენობა მოაგროვა, სავარაუდოდ ის სისტემა იქნება.
„ან შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს და არჩევნები არსებული 77/73 სისტემით ჩატარდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მსჯელობები მიდის, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი თუ რა ვარიანტზე შეჯერდება ერთის მხრივ მმართველი გუნდი და მეორეს მხრივ რა იქნება ოპოზიციის საბოლოო სიტყვა.
„გამარჯვების შანსი რომელ პარტიას აქვს, ამის თქმა დღეს ნაადრევია, ეს შესაბამისი სოციოლოგიური გამოკითხვებით, ფოკუს ჯგუფებით უნდა გაიზომოს, საინტერესო იქნება დარჩენილ შვიდ თვიან პერიოდში საზოგადოებას რას შესთავაზებენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც კომპრომატებით ომი და საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით შეჯიბრება წავა და რომელი პარტიაც ამ კუთხით უფრო წარმატებული აღმოჩნდება, სასწორის პინა მისკენ გადაიხრება.
„მგონია, რომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის,რომ ამ არჩევნებში საერთაშორისო ფაქტორი საკმაოდ დიდი როლს შეასრულებს, გამომდინარე იქიდან თუ უკვე რა დოზით ხდება პროცესებში მათი ჩარევა." - განაცხადა ანჯაფარიძემ.