ია აბულაშვილი
06.03.2020

„ქართული ოცნებას" სჭირდება რეაბილიტაცია დასავლეთის თვალში, რომ ის აღარ არის გადამგდები, ეს 40% ჩამკეტიც და ბარიერიც ამას ემსახურება, ამ მიზნის მისაღწევად არ გამოვრიცხავ, რომ 120/30-საც დათანხმდნენ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, ვერ შეძლებს დააკომპლექტოს მთავრობა.

ოპოზიცია ამ ინიციატივას ხელისუფლების მორიგ ხრიკად აფასებს. მათი აზრით, მმრათველ გუნდს უნდა, რომ დაიტოვოს მექანიზმები იმ შემხთვევაში, თუ რეალურად 40%ზე ნაკლები ექნება, საჭირო ხმების რაოდენობა შეავსოს მაჟორიტარების ხარჯზე.

„ოცნებას შეუძლია, რომ პარლამენტში შეიტანოს ეს წინადადება, დააყენოს კენჭისყრაზე და ნახავს, ვინ უჭრს მხარს და ვინ არა, თუ ჩავარდება მის სინდისზე იქნება. 40%-იანი ჩამკეტი იყო გერმანულ მოდელში, მაშინ რატომ თქვა უარი გერმანულ მოდელზე? ამტომ ვამბობ, რომ ეს არის ხელისუფლების მანიპულაციები და ფარისევლობა. ბერიერიც შემოგდებულია, რომ პატარა პარტიების გული მოიგოს და პარლამენტში ერთი ორი კაცი გაიყვანონ. ეს ინიციატივები ხელისუფლებას ახლა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდინოს დასავლეთის თვალში, გადამგდები აღარ არის და მოლაპარაკებაზე მიდის ოპოზიციასთან. ამ მიზნის მისაღწევად არ გამოვრიცხავ, რომ 120/30-საც დათანხმდეს. ოპოზიციურ პარტიებს, ვინც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, პრეტენზიები აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან მონაწილენი იქნებიან „ოცნების" რეაბილიტაციის. რეაბილიტირებულ „ოცნებას" კი ყოველთვის ექნება შანსი მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში პარლამენტში გადაიბიროს ხსვა პარტიები ან თუნდაც დეპუტატები. ამიტომ ოპოზიციაში უნდა იყოს მეტი სიმტკიცე და მეტი გონიერება.

„ოცნება" დღეს მთლიანად აცდენილია რეალობას. მან პასუხი უნდა აგოს და კეთილი ინებოს, როგორც გააფუჭა საქმე, ისე გამოასწოროს. თვითონ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან. ბიძინა ივანიშვილს 14 ნოემბრამდე მართლაც დიდ პატივს ვცემდი და მიკვირს, რატომ გადააყოლა ყველაფერი ასეთ „ოცნებას". მას ჰქონდა შანსი ისტორიაში შესულიყო როგორც მესამე რესპულიკის ავტორი, ერთი რესპულიკა გვქონდა 1918 წელს, მეორე ზვიადის დროს და მესამე იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაამკვიდრებდა, მაგრამ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა თავის წინდაუხედავი პოლიტიკით" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×