რეზონანსი
07.03.2020

"მთავარის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

“ამირან გამყრელიძე ტიპიური შევარდნაძის ჩინოვნიკი – რეალური შედეგის ვერმომტანი, მაგრამ ლოყებდაბერილად მოდუდუნე. დადის ეს დღეები ეთერეთერ ჩემს სალანძღავად. ახლა ეპიდსიტუაცია გაექცა, დაჯდა ეთერში და ურცხვად გვიყვება, უკვე რამდენი დაავადდა, იმის ნაცვლად, რომ მოგვიყვეს, რითი შეებრძოლა, რა გააკეთა, რას მიაღწია. გუგლის სტატისტიკით და სიმპტომატიკის ჩამონათვალით გველაპარაკება ამ წუთისთვის პრაქტიულად ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი სამსახურის ხელმძღვანელი. ფაქტების კონსტატაციისთვის ყოფილა მთელი ამხელა სამსახური, იმის ნაცვლად, რომ პრევენცია მოახდინონ, საზღვრების ჩაკეტვა და გადაადგილების შეზღუდვა მოითხოვონ.

შევარდნაძის ერის ნოსტალგიას თავისი სახელი ჰქვია – ამირან გამყრელიძე. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ამირანი და კორონა.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×