
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა - 3000-ს. ეპიდემიის გაგრძელება ზაფხულშიცაა მოსალოდნელი. საქართელოში კორონავირუსით დაავადებულთა კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა გაირზრდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აჟამად 101 492 ადამიანია დაავადებული კორონავირუსით, რომელთა დაახლოებით 80%-ს ჩინეთში მყოფი პაციენტები შეადგენენ.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 80 651-ს მიაღწია. დაავადებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „SCMP" ავრცელებს.
ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული 6 მარტის მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებულთა 17 841 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებულთა რაოდენობა 2727-ით გაიზარდა.
ახალი კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97 ქვეყანაშია დაფიქსირებული. COVID-2019-ით ჩინეთის ფარგლებს გარეთ 404 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 55 ათასს გადააჭარბა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა თქვა, რომ „იმედი იმის, რომ კორონავირუსი ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება, სინამდვილეს არ შეესაბამება".
მისი თქმით, ჯერ უცნობია, რა დაემართება აღნიშნულ ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში:
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობა და ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს კვლავ ექნება გავრცელების უნარი. ცრუ იმედი იქნება იმის თქმა, რომ ის გაქრება ზაფხულში, როგორც გრიპის ვირუსი... ამჟამად არ არის არანაირი მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდება", -დასძინა რაიანმა.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ცნობების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად 12 ადამიანია დაავადებული კორონავირუსით - დამატაბით 3 შემთვევა 7 მარტს დადასტურდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გზით დაინფიცირდნენ პაციენტები და რამდენ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავარია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს:
„გვექნება ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება, მთავარია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება", - ამბობს გამყრელიძე.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი თავად ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძესაც დაუდასტურდა - მას კონტაქტი ქვეყანაში დაფიქსირებულ მეოთხე შემთხვევასთან, 44 წლის ექიმთან ჰქონდა.