რეზონანსი
07.03.2020

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

"არ გრცხვენიათ?

აი, ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს ტიკარაძეს და ნიშნისმოგებით საუბრობს გამყრელიძეზე!

მაჩვენეთ ქვეყანა, რომელმაც იცოდა ან იცის რა გააკეთოს უკეთესად!

მაჩვენეთ ქვეყანა – რომელმაც გააკეთა უკეთესად!

ჯერ იყო და დასცინოდნენ, რა ტრანსპორტს რეცხავს და რა პირბადეო, რა სიცხეებს ზომავსო- ეს ხდებოდა მაშინ, როცა არც ერთი სხვა სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და მიტომ გავრცელდა სხვაგან ძალიან!

არა და ეს რომ არ ექნა შტურმით აიღებდნენ სამინისტროს და ჯვარზე გააკრავდნენ.

ახლა რატომ მეტი არ გააკეთაო!

ხალხოოო? ხომ არ გაჟრიალებთ?

თუ გაჟრიალებთ და წადით სიცხე გაიზომეთ და ტესტი გაიკეთეთ!

ყოჩაღ ტიკარაძე! რომელმა წინამდებარე მინისტრმა გადაიტანა ასე მოკლე დროში ამდენი რამ ქვეყანაში, სამი დღის დანიშნული იყო თვალებისთხრის აქცია რომ ჩაიბარა და ავადმყოფები! ყველაფერს გაუძღვა!

ძირგამოღრღნილი ბიუჯეტით ჩაიბარა და კურუპირებული სისტემით სამინისტრო!

შეებრძოლა და ებრძვის კორუპციას!

მინისტრი გინდათ თუ კამერებთან მოტრიალე და მოკეკლუცე ქალი.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ახლა ვნახე მგონი პირველად ეკრანებთან.

და ჩვენ?

ჩვენ რას ვაკეთებთ?

ვიცინით! ვქირქილებთ! ვჭორაობთ! იტალიაში დავფრინავთ! ვბრუნდებით და “გვკიდია” საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა!

გამყრელიძეზე რასაც ვკითხულობ ხომ საერთოდ… ბოროტებაა!

კაცს ერთი შვილი დაღუპული ყავს, მეორეს ვირუსი შეეყარა!

არ გრცხვენიათ?

მე მრცხვენია!

კორონა წავა, ეშველება, მაგრამ აი ამ ტანში და ტვინში ჟრიალს რა ეშველება, რა ?

სადაა ჩვენი თვითშეგნება და თვითპასუხისმგებლობა? სადაა ჩვენი კულტურა?”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×