ია აბულაშვილი
08.03.2020

„პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხის ასე ხისტად დაყენება ვფიქრობ, რომ საქმეს არ წაადგება და თუ სიხისტეს გამოიჩენენ, გაუგებარი და სახელმწიფოებრივადაც სწორი არ იქნება. მითუმეტეს, რომ ოპოზიციის მიერ დასახელებელი პირებიც ამას ითხოვენ - რომ მათ საკითხს ნუ დაუკავშირებენ არჩევნების თემას“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციის მოთხოვნებს, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიღებული იქნას სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მომდევნო მოლაპარკებამდე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, ისინი მზად არიან იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, რათა ქვეყანაში მოიხსნას პოლიტიკური დაძაბულობა და ჩატარდეს  სამართლიანი არჩევნები, თუმცა ორი საკითხი - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი საარჩევთნო სისტემის მიღება მოლაპარკების დღის წესრიგში კვლავ რჩება.

„ვფიქრობ, რომ შეხვედრის დროს არ უნდა იყოს ჩადებული ისეთი პირობები, რომელიც შეთანხმებას ხელს შეუშლის, ამიტომ ასე ხისტად პოლიტპატიმრების საკითხის დაყენება საქმეს არ წაადგება და თუ სისხისტეს გამოიჩენენ, გაუგებარი და სახელმწიფოებრივადაც სწორი არ იქნება. მითუმეტეს, რომ თავად ოპოზიცის მიერ დასახელებელი პირები მოითხოვნენ, რომ მათ საკითხს ნუ დაუკავშირებენ არჩევნების თემას.  

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთი მხარეებს შორის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ნორმალური იქნებოდა, რომ თავიდანვე ყოფილიყო პროპორციული სისტემა, მაგრამ ხელისუფლებამ თავად გამოიწვია კრიზისი და ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა. ამით მას პასუხისმგებლობა არ ეხსნება, მაგრამ ამ ვთიარებაში მიმაჩნია, რომ შეთანხმება 120/30-ზე ნორმალურია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×