
„მთავარი არის, რომ შეთანხმება მიღწეულია, დაძაბულობა მოიხსნება და არჩევნები შედარებით მშვიდობიან გარემოში ჩატარდება. ეს არის დადებით მომენტი. ახლა მათავრი არის როგორ განისაზღვრება საარჩევნო ოლქები“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება შედგა. „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე და 1%-იან ბერიერზე შეთანხმდა. შეთანხმებასთან დაკავშირებთი გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელი „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა მოლაპარკების ყველა მონაწილემ ხელი მოაწერა.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ორივე მხარემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ და ამომრჩეველს ახალ დეიმოკრატიულ არჩევნებს შესთავაზებენ. ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეს იყო ბოლო შეხვედრა, ყველაფერი შეთანხმებულია, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხიც.
„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა 130/20-ზე, ხელისუფლება დათანხმდებოდა 120/30 მოდელს. მთავარი არის, რომ შეთანხმება მიღწეულია, დაძაბულობა მოიხსნება და არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს არის დადებითი მოვლენა.
„დადებითია ისიც, რომ ხელისუფლება წავიდა კომპრომისზე და ეს უნდა აღინიშნოს. ახლა მთავარი არის როგორ გადანაწილდება მაჟორიტართა მანდატები, ანუ როგორ იქნება განსაზღვრული საარჩევნო ოლქები. აქ არ უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო გეოგრაფია, ანუ თანაბარი რაოდენობა ამომრჩევლის უნდა იყოს ყველა ოლქში.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა შედეგებს ამ არჩევნებში, პროგნოზი ძნელია. შეიძლება ერთი დიდი რესტორანი წავაგო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერცერთი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, „ოცნება“ კი 35%-ზე მეტს და მერე უკვე უნდა ეძებოს პარტნიორები, რომლებიც მასთან ერთად შევლენ კოალიციაში.
„თუ პროპორციულ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციია ერთად იქნება, დაახლოებით 30%-ს აიღებს. არ ვიცი, რა პოზიციას დაიკავებს „ლელო“, მაგრამ 10% განაღდებული აქვს. „ევროპული საქართველოსთვის“ ალბათ 10% ზედა ზღვარია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.