რეზონანსი
08.03.2020

​100 წლის ჩინელი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის ყველაზე ხნიერი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც Covid-19-ის დამარცხება შეძლო. კაცი ქალაქ უხანის მკვიდრია. ის1920 წლის თებერვალში დაიბადა და მეასე დაბადების დღე სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა.

პაციენტი საავადმყოფოში 24 თებერვალს მოხვდა. ამასთან, მას ალცჰაიმერის დაავადება აქვს და გულთან პრობლემები აქვს. რთული სამედიცინო ისტორიის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის ტრადიციული ჩინური მედიცინაც გამოიყენეს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ჩინეთში 3 097 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი 80 69 შეადგენს, გამოჯანმრთელდა 57 065 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×