რეზონანსი
08.03.2020

რუსეთში, ქალაქ ვილიუჩინკში 27 წლის ქალმა შვილები დაახრჩო და თვითმკვლელობაც სცადა.

ქმრის ღალატის გამო ქალმა საკუთარ სიცოცხლეზე ხელი აიღო. როგორც დედა ამბობს, მას არ სურდა, რომ ბავშვებსაც იგივე სირთულეები გადაეტანათ ცხოვრებაში, რაც მან განიცადა და გადაწყვიტა, შვილებიც მოეკლა. მან 5 წლის ბიჭუნა წელზე მიიმაგრა, თვე-ნახევრის გოგონა ხელში აიყვანა და მდინარეში შევიდა. შუაგულს რომ მიაღწია, ბავშვებს წყალქვეშ ჩააყოფინა თავი. შემთხვევას პოლიციელები შეესწრნენ და ქალი გამოიყვანეს, თუმცა, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ბიჭი კი საავადმყოფოში, მოგვიანებით გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დედა არ დაზარალებულა.

ფსიქიატრიული შემოწმების შედეგების თანახმად, 27 წლის ქალი ჯანმრთელადაა აღიარებული, რადგან მას შეეძლო ქმედებების გაკონტროლება.

საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×