რეზონანსი
08.03.2020

ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ Facebook-ის გვერდზე დაწერა. მისი ინფორმაციით, ქარსაცავი ზოლი იწვის.

„გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც",- წერს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×