
ქართველი ემიგრანტი თამუნა გიგუაშვილი კორონავირუსის ეპიდემიის დროს იტალიაში არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც თამუნა წერს, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მედპერსონალის გადაწყვეტილებით კი მკურნალობის გაწევა პირველ რიგში ადამიანთა, იმ კატეგორიას უტარდება, რომლებსაც მედპერსონალის აზრით გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.
თამუნა გიგუაშვილი საზოგადოებას სოციალური პასუხიმგებლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და ადამიანებს ახსენებს, რომ მათი სიფრთხილის გარეშე მხოლოდ ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება კორონავისრუსის წინაშე უძლური იქნება.
"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა რეკომდაცია დავიცვა, მითუმეტეს იმის მერე რაც ფაქტიურად სახლებში გამოკეტილები აღმოვჩნდით...
ცუდი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა იტალიაში...
გადავსებულია რეანიმაციები, ექიმების დიდი ნაწილი კარანტინშია, არ ყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები და მიიღეს გადაწყვეტილება; პირველ რიგში უმკურნალონ იმათ ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს...
წესების არ დაცვამ, არასერიოზლმა დამოკიდებულებამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ ყველას რადიკალურად ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ საკმაოდ გვიანია... საგანგაშო ციფრები მოდის ყოველ საღამოს ახალი დაინფიცირებების...
ამიტომ; სანამ საქმე ესე სერიოზულად არაა საქართველოში, გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია რასაც სპეციალისტები იძლევიან! მორჩით ხუმრობას და რეალურად შეაფასეთ რისკები!
იმის და მიუხედავად რომ საოცრად კარგად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში და არამარტო... ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც... გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას", - წერს თამუნა გიგუაშვილი.
9 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 51 ადამიანი რჩება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე