რეზონანსი
10.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მოქალაქეებს თავადაც შეუძლიათ პირბადეების დამზადება ბინტისგან.

მან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მიმართა და სთხოვა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, დარჩნენ თვითიზოლაციაში და საფრთხე არ შეუქმნან უფროს თაობას.

„მინდა გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსს ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ, მაგრამ ბებიებს, ბაბუებს, მამას და დედას, უფროს თაობას სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებთ. ამიტომ გავიჭირვოთ და როდესაც საზღვარგარეთიდან დავბრუნდებით 2 კვირა თვითიზოლაციაში ვიყოთ", - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×