თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

„მანდატები უპირატესად განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა", - ასე აფასებს კოსნტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილებას ეხება.

კობახიძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , თბილისი - 7, შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2 და მცხეთა-მთიანეთი - 1.

დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული რაოდენობის მანდატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვისაც უნდა იყოს გამოყოფილი.

„საქართველოში განსაკუთრებული სტატუსის მქონე რამოდენიმე ერთეული რეგიონია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და თბილისი „სამხრეთ ოსეთი" კი, ბატონო, ამოვაგდოთ, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში არ ფიგურირებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მანდატები უპირატესად განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

„სირცხვილია, როდესაც ავტონომიური რესპუბლიკა არსებობს და მას იმდენივე მანდატს აძლევ, რამდენსაც რომელიმე მხარეს, ეს კონსტიტუციის უგულებებლყოფაა.

„აფხაზეთი არანაირად არაა წარმოდგენილი სახელმწიფო ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული რაოდენობის მანდატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვისაც გამოყოფილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ამ მანდატების ნაწილი დევნილებს შორის იქნება განაწილებული, რაღაცა ნაწილი კი რეზერვირებული იქნება აფხაზეთის დღევანდელ სეპარატისტული რეჟიმისთვის, რომელმაც შეიძლება მომავალში დაბრუნება მოინდომოს.

„რაც შეეხება დანაჩენ ციფრებს, თუ განსაკუთრებული სტატუის მქონე ერთეულებს არ ჩავთვლით, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა შვიდ მანდატზე მეტს იმსახურებს, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×