ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

„ცვლილებებს მხარს დავუჭერ, ადრინდელი წინააღმდეგობა და ახალი საარჩევნო სისტემა ერთმანეთს არ უკავშირდება" - ასეთი კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან ახალ საარჩევნო მოდელზე საუბრისას.

მისი თქმით, ცალკე აღებულ ერთ მაჟორიტარს ახალი საარჩევნო სისტემის პირობებშიც ექნება შესაძლებლობა, სრულად წარადგინოს თავისი მაჟორიტარული ოლქის პრობლემები პარლამენტში და შეძლოს უკეთესად მუშაობა

„რეზონანსის" კითხვაზე, შეხვდა თუ არა პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილს, პასუხი ასეთია: „ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია, მე ავად ვიყავი და უმრავლესობის სხდომებზეც არ დავდიოდი."

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში პარლამენტში კენჭისყრისას ჩავარდა „ქართული ოცნების" დაპირება 2020 წლიდან მთლიანად პროპორციული სისტემის არჩევნებზე გადასვლის შესახებ. ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ თავად „ოცნების" დეპუტატები, ძირითადად მაჟორიტარები და მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით სწორედ დაჩი ბერაია გამოირჩეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×