თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

„საგანელიძეს უნდა ჰკითხოთ ვის გულისხმობს, რა საფუძვლები აქვს. ალბათ აქვს რაღაცა საფუძველი... საზოგადოება ჭრელია..." - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებას.

საგანელიძის აზრით, მისი თანამდებობიდან წასვლა, რომელიც „შეიძლება ძალიან ბევრს უნდა", არცერთ ინსტანციაში არ განიხილება. მისივე თქმით, ასეთი ადამიანები „ქართულ ოცნებაშიც" არიან.

„რატომ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებაში" ყველას გულზე ვეხატები? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, „ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და ნამდვილად არაა იმისი ღირსი, რომ „ქართული ოცნების" ემბლემა ატაროს გულზე. მე არავის ვგულისხმობ სახელებით და გვარებით. გადახალისება რა თქმა უნდა, სჭირდება „ქართულ ოცნებას". როდესაც ახალი საპარლამენტო სია იქნება, ახალი მაჟორიტარები იქნებიან, ღმერთმა დაგვიფაროს იგივე მაჟორიტარები იყვნენ. ყველაფერს აქვს დინამიკა", - განაცხადა საგანელიძემ.

ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას საგანელიძე დადებითად დაახასიათა და განაცხადა, მასთან ადრეც და ახლაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

„ეს თვითონ დავით საგანელიძეს უნდა ჰკითხოთ ვის გულისხმობს, რა საფუძვლები აქვს, ალბათ აქვს რაღაცა საფუძველი... საზოგადოება ჭრელია...

„დათოს პიროვნებას ძალიან ნორმალურად, კარგად შევაფასებ. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვიბრძოდით. იყო „ახლებში", საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, არის ახლობელი, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა და ახლაც ძალიან კეთილი ურთიერთობა გვაქვს", - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×