
"ჯორჯიან ეარვეიზის" დირექტორის რომან ბოკერიას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, იმყოფებიან თუ არა იტალიიდან დაგეგმილი სპეცრეისის მგზავრებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულები. მისივე თქმით, ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი არიან სპეციალური ეკიპირებით, მათი უსაფრთხოება სრულყოფილად არის დაცული და მათ კარანტინი არ სჭირდებათ.
„ჩვენი ორივე ბორტი Boeing 737-800 და embraer 190 გამოემგზავრა რომიდან და უკვე სადღაც საათნახევარში ველოდებით საქართველოში. რეისი სრულდება ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი მგზავრი არ არის ინფიცირებული და არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. შესაბამისად, როგორც ვიცი ისინი გაივლიან 2-კვირიან კარანტინს. ჩვენი ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი არიან სპეციალური ეკიპირებით, მათი უსაფრთხოება სრულყოფილადაა დაცული. შესაბამისად, ისინი გაივლიან მხოლოდ check in-ს, მათ კარანტინი არ სჭირდებათ. ყველაფერი მიმდინარეობს სტანდარტების ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა ბოკერიამ.
ყველა ჩამოფრენილი მგზავრი სავალდებულო შემოწმებას, შემდეგ კი 14-დღიან კარანტინს გაივლის.