რეზონანსი
11.03.2020

სავალუტო ბაზარზე გუშინ დაწყებულმა პანიკამ დღეს უარესი მასშტაბები მიიღო. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.90-ს გადაცდა და 3.0-იანი ნიშნულისკენ დაიძრა. "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ამ მომენტისთვის ლარისა და დოლარის თანაფარდობა 2.8950-ია, ხოლო გარე სავალუტო ჯიხურებში - 2.91. რაც შეეხება ბანკებს, იქ აშშ დოლარის გაყიდვის ნიშნულმა უკვე 2.94-ს გადააჭარბა. არავითარი დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც ვითარებას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×