
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს:
„ახალ სისტემას არ ექნება ჩემი მხარდაჭერა, რადგან არ ვთვლი, რომ ეს იყო ის მონაპოვარი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ უნდა გვქონოდა. პროცესები ვაჭრობას უფრო დაემსგავსა, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვას, სწორედ აქედან გამომდინარე არ ექნება მას ჩემგან მხარდაჭერა.
„როგორ შეიძლება მოსახლეობის 2/3 ცხოვრობდეს დიდ ქალაქებში და წარმომადგენლობა ჰყავდეს 1/3. თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და ისინი ახლა მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ დიდი ქალაქების წარმომადგენლობა."
დეპუტატის თქმით, ახალ სისტემაში მაჟორიტარული ფუნქცია იზღუდება და იკარგება:
„რეალურად ჩვენ ვირჩევთ გუბერნატორებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ხალხის მიღებისა და მომსახურების პრობლემა ექნება. სამ რაიონს და ხუთ რაიონს ერთი მაჟორიტარი ვერ მოემსახურება," - აცხადებს ჭიჭინაძე