რეზონანსი
11.03.2020

კორონავირუსის 7 სავარაუდო შემთხვევა, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში 7 პირი გადაჰყავთ. შვიდივე მათგანი საქართველოში გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, ამ დროისთვის საავადმყოფოში 40 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება იტალიიდან გუშინ სპეცრეისით ჩამოყვანილ მგზავრებს, მათგან მხოლოდ 7 ადამიანია გადაყვანილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ საღამოდან, ღამის განმავლობაში 10 პაციენტი მივიღეთ, აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, სპეცრეისით. დღეს ეს პაციენტები გადადიან ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის. მატ ტესტირება არ ჩატარებიათ ისე მოიყვანეს ჩვენთან. ზოგს ხველა ჰქონდა, სუსტი, ზოგს ყელის ტკივილი, ზოგს სურდო, ამიტომაც, გამოცალკევდა ადამიანების ეს ჯგუფი და მოყვანილ იქნა ჩვენთან დაკვირვების ქვეშ ერთი ღამით. დღეს გადავლენ ინფექციურში. ყველანი არიან იტალიიდან," - განაცხადა ლევან გოფოძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×