რეზონანსი
11.03.2020

პაციენტთან ბლოკში რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შედის მკურნალი ექიმი, მე, მედპერსონალი და სანიტარი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ყველა, ვინც ჩამოვთვალე, არის ეკიპირებული და საერთაშორისო ნორმებს ვიცავთ. ნებისმიერ ბლოკში შესვლისას ეკიპირება იცვლება. ინფიცირებულთან შევდივართ ერთჯერადი ეკიპირებით. წესებს მედპერსონალი მაქსიმალურად ვიცავთ და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ დაინფიცირებას გადავრჩებით", - აღნიშნა ენდელაძემ.

მანს ასევე განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ერთჯერადი ჭურჭლით იკვებებიან. „ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს კვებით უზრუნველვყოფთ და გამოიყენება ერთჯერადი ჭურჭელი", - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×