ალექსანდრე კორტავა
11.03.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისში 7-ის ნაცვლად 8 საარჩევნო ოლქი იქნება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შეთანხმებით მიიღო და დასძინა, რომ თბილისისთვის ერთი დამატებითი მანდატი ერთ-ერთ რეგიონს გამოაკლდება და ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღებენ.

„დილით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციასთან და პრინციპულად შევთანხმდით ყველა საკითხთან დაკავშირებით. არის რამდენიმე დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას."

საკანონმდებლო ცვლილებები დღეს დანიშნულ ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

უმრავლესობის წევრმა რამდენიმე დღის წინ ოლქების მაჟორიტართა რაოდენობა დაასახელა. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ თბილისი დაიყოფოდა 7 საარჩევნო ოლქად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×