
მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც ისრაელიდან გუშინწინ დაბრუნდა თვითიზოლაციაშია. იგი ჩხეიძე ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა, სადაც მასთან ერთად ანრი ჯოხაძემ, ნინო ძოწენიძემ და სხვა მომღერლებმაც იმღერეს, თუმცა თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მხოლოდ ნინო ჩხეიძემ მიიღო.
ისრაელიდან ნინო შვედეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც ქართველი ემიგრანტების მიწვევით მიფრინავდა, თუმცა კონცერტი გადადო.
"საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე გარკვეული პერიოდით თვითიზოლაციაში ვიყო. კონცერტი მქონდა ისრაელში, საიდანაც შვედეთში ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია საქართველოში დავბრუნდი და თვითიზოლაციაში ვარ.
ისრაელიდან გუშინ ჩამოვფრინდი, მართალია უსაფრთხოების ყველა ზომას ზედმიწევნით კარგად ვიცავ, მაგრამ ახლა მირჩევნია ერთი კვირით სახლში ვიყო და არავისთან მქონდეს ურთიერთობა.
დიდი მობილიზაციაა აეროპორტში სპეციალისტების, გულდასმით ამოწმებენ თითოეულ მგზავრს, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოდიან ქვეყანაში. თერმოსკრინინგით და სკანერით გავიარე შემოწმება, ჯანმრთელი ვარ", - განუცხადა "რეიტინგს" მომღერალმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე