
ახალი კორონავირუსი საშიშია მწეველთათვისაც. ამის შესახებ ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისი თმით, ახალი დაავადება რისკ-ჯგუფებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. თავი განსაკუთრებით უნდა დაიცვან იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს დიაბეტი ან ინფიცირებულია შიდსით. კორონავირუსი საფრთხეს წარმოადგენს ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის. ხმალაძე ერთგვარ დამატებით რეკომენდაციებს იძლევა.
„ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, ოღონდ „კორონა" დაარქვეს. გადაცემის მექანიზმი ზუსტად იგივეა, რაც ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციებს აქვს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავდაცვა. როდესაც უჯრედში ხვდება, ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ის უჯრედი უნდა გაანადგუროს. პრაქტიკულად მისივე მეგობარი ორგანიზმის უჯრედი. მაგალითად, შიდსი ორგანიზმს არ კლავს, უბრალოდ მის ზოგად მდგომარეობას აზიანებს.
„რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ ძირითადად ის ადამიანები, რომელთაც, გარკვეული მიზეზთა გამო, დასუსტებული აქვთ ორგანიზმი და იმუნური სისტემა, რომლის დასუსტებაც შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ დიაბეტით, არამედ ქრონიკული დაავადებებით. პირველ რიგში, იმ ადამიანების თვალსაზრისით უნდა შეგვეშინდეს, რომელთაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ.
„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ მწეველები. კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებზეც კი ძალიან მოქმედებს თამბაქოს წევა. ისინი, ვინც დიდი ხანია ეწევიან, ძალიან ბევრს აქვთ ქრონიკული ანთება. ეს ხალხიც რისკის ჯგუფს უნდა მივაკუთნოთ. ასევე ტუბერკულოზი. ამ ვირუსული ინფექციის დროს ძირითადი საშიშროება სიკვდილიანობის თვალსაზრისით სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გართულება ხდება. თვითონ ვირუსი კი არ კლავს, არამედ მისი გართულება პნევმონიის სახით.
„უნდა მოხდეს საზღვრების გაკონტროლება. ასევე იმ ადამიანების, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, რომ არ მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება. სჯობს პრევენცია გადავამეტოთ, ვიდრე ის, რაც იტალიაში გააკეთეს. როდესაც ვირუსი ერთი ორგანიზმიდან მეორეზე გადადის, ვირუსი ძლიერდება. რაც უფრო მეტად ვიქნებით იზოლირებული გარე სამყაროსგან დროებით, მით უკეთესი იქნება. ჩამოსული ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა იყოს, რადგან პირებს ორი კვირის შემდეგ აღმოაჩნდათ კრინიკური ნიშნები.
„თუმცა, ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიაანების მდგომარეობა, ვინც არ იმუშავებს პრობლემა შეექმნებათ. ეს უნდა დარეგულირდეს, თუ იქნება საშუალება, მათ სახელმწიფომ ფინანსური დამხარება უნდა გაუწიოს," - აღნიშნა ხმალაძემ.
ცნობისათვის, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილმა მიიღო გადაწყვტილება, დისტანციური სწავლების რეჟიმში გადავიდნენ.
შეგახსნებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.