რეზონანსი
11.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გუშინ იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ცხელება უფიქსირდებათ, თუმცა მათი ანალიზის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისივე თქმით, აღნიშნული ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ენდელაძის თქმით, 26 თებერვალს ინფიცირებულ პაციენტს, სავარაუდოდ, ხვალ აუღებენ განმეორებით ანალიზსს.

„იტალიიდან გადმოყვანილ პაციენტებს, აქვთ ცხელება, მაგრამ ჯერჯერობით პასუხები არ მიგვიღია. ეს ალბათ იქნება გვიან დილით და ხვალ დილისთვის მოგახსენებთ მონაცემებს. სულ ველოდებით 15 პაციენტის პასუხს.

26 თებერვალს ინფიცირებული პაციენტის ანალიზის პასუხს ხვალ ავიღებთ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ იქაც იყო ფილტვების ანთება და არ ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება უარყოფითი. ამიტომ შეიძლება რამდენიმე დღე გადავწიოთ იმიტომ, რომ როდესაც პაციენტებს აქვთ პნევმონია, შეიძლება, გახანგრძლივდეს და ზოგადად 2 კვირა არ არის ის დრო, როდესაც აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი. მოგეხსენებათ, ამ ვირუსს ახასიათებს ორგანიზმში ხანგრძლივი პერსისტირება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×