
საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" განაცხადა.
„თუ კორონავირუსის დინამიკას გავითვალისწინებთ, ევროპის ქვეყნებში თუ მთელ მსოფლიოში, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 18 საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი.
„18 ადამიანი სხვა ქვეყნებში დაინფიცირდა; ორი ირანში, ერთი ესპანეთში, დანარჩენები იტალიაში და ისინი უკვე დაინფიცირებული შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ხუთ შემთხვევაში გადაცემა მოხდა უკვე ჩვენ ქვეყანაში, ამ უცხოეთში დაინფიცირებული პირებისგან", - განაცხადა ცერცვაძემ.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი“