რეზონანსი
12.03.2020

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ისინი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.

„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებისთვის ჩავიდნენ. 63 წლის მსახიობი კინოსურათში ელვის პრესლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს ასრულებს. ჯერ დაუდგენელია, რა გზით დაინფიცირდა წყვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×