რეზონანსი
12.03.2020

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გამოწვევა ყოველდღიურად გაიზრდება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×