რეზონანსი
12.03.2020

დონალდ ტრამპის მიერ ევროპიდან ჩასული მოგზაურობის მიღებაზე დაწესებული აკრძალვა საქართველოზე არ ვრცელდება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის, ჩად ვულფის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უცხოეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროპის გარკვეულ ქვეყნებში იმყოფებოდა, აშშ-ში შესვლას უკრძალავს. ეს ქვეყნები, ცნობილი როგორც შენგენის ზონა, არის: ავსტრალია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ევროპიდან ქვეყნებიდან ფრენებზე შეზღუდვები დღეს დააწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×