რეზონანსი
12.03.2020

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფიცირებულების რაოდენობა 15 ათასზე მეტია, მაშინ როდესაც ერთი დღის წინ არსებული მაჩვენებელი 12 462-ს შეადგენდა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ იტალიაში, ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარებაა. სწორედ ამიტომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. ამასთან ერთად, დროებით არ მუშაობენ რესტორნები და ბარები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×