
ცოტნე გამსახუდიას დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და სტატუსს და საზოგადოებას თანადგომას და დახმარებას სთხოვს, რადგან როგორც ის წერს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრტიკულად მძიმეა.
"მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.
ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.
"ჩემთვის უცნობი" პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.
მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიყუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები" - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე