რეზონანსი
13.03.2020

ბათუმელი ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ მზად არის კარანტინისთვის მოქალაქეებს საკუთარი ფართი შესთავაზოს.

"განცხადება!

მე ნოდარ ცინცაძე.

3 დღეში დავამთავრებ ოთახების გადაღებვას პირველ სართულზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მყავს მცირეწლოვანი, მზად ვარ სახელმწიფოს დავუთმო შესაბამისი ფართი, მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის. წარმოდგენილი მაქვს, ფსიქოლოგიურად როგორი მძიმეა კარანტინში ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ოჯახურ გარემოში. მე არ მეშინია კორონავირუსის, მე პანიკაში ჩავარდნილი ჩემი ხალხი მაფიქრებს. 14 მარტს მზად მექნება 45 კვ/მ-ის ფართი. ჩვენ ეხლა ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, - წერს ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×