რეზონანსი
13.03.2020

მეცნიერები ისრაელში უახლოეს დღეებში განაცხადებენ, რომ მათ დაასრულეს მუშაობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ economictimes.indiatimes.com - ი ავრცელებს.

ისრაელის ყოველდღიური გაზეთი "Ha aretz" სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევა მოახდინეს ვირუსის ბიოლოგიური მექანიზმისა და თვისებების გაგებაში, მათ შორის სწრაფ დიაგნოზირებაშიც. მეცნიერი აცხადებს, რომ შესაძლებელია ანტისხეულების წარმოება მათთვის, ვისაც უკვე აქვთ ვირუსი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×