
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა შუა ზაფხულისთვის შეწყდეს- ვირუსის შესაძლო შეჩერების ვადა „ინტერფაქსთან"ინფექციური დაავადებების ექსპერიმენტული მოდელირებისა და პათოგენეზის განყოფილების უფროსმა და ფუნდამენტური და მთარგმნელობითი მედიცინის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ შესტოპალოვმა დაასახელა.
შესტოპალოვის თქმით, კორონავირუსის გავრცლების პიკი ჩინეთში 2 თებერვალს იყო, ხოლო მსოფლიოში პანდემია ივნის-ივლისის პერიოდში დასრულდება.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ პანდემიის ვითარების 50% პანიკითაა გამოწვეული.
კორონავირუსით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაზე შესტოპალოვმა აღნიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული შედეგები 10-15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2002-2003 წლებში „სარსის" ეპიდემიისა და 2012-2015 წლებში ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის დროს.
მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველდღე იმდენივე ადამიანი იღუპება, რაც მთლიანად COVID-19-ით გამოწვეული ავადობისას გარდაიცვალა.
შესტოპალოვი ამბობს, რომ კორონავირუსები ყოველთვის იყო, მაგრამ დღეისთვის დიაგნოზის დონე გაიზარდა, რის გამოც ესა თუ ის ვირუსი უფრო ხშირად ვლინდება.
ინფენქციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსი პროფესორი ამ განცხადებაში შესაძლოა გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ივნისი-ივლისის პერიოდში ადამიანებს ვირუსთან საბრძოლველად იმუნიტეტი ჩამოუყალიბდებათ.
„საერთოდ ყველას ჰგონია, რომ ეს ინფექცია აირწვეთოვანია და მხოლოდ დახველებით და ცემინებით გადადის, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ეს ვირუსი ფეკალურ-ორალური გზითაც გადადის, ანუ ინფიცირებული ადამიანის ფეკალიებშიცაა კორონავირუსი და თუ ეს რაღაც გზით პირის ღრუში მოხვდა,როგორი გზაცაა გაურეცხავი ხილი და ა.შ. ასეთი გზებით შესაძლოა ადამიანი დაინფიცირდეს, ამიტომ ის მომენტი, რომ გინდა თუ არა ზამთარში უნდა იყოს და ზაფხულში არა, მგონია, რომ ეს აზრი გაბათილებულია, ამიტომაც სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ზაფხულში თუ ზამთარში თავი აუცილებლად უნდა დავიცვათ.
„ეგვიპტეში ყოველთვის სიცხეა და ყველას ეგონა, რომ იქ არ დაფიქსირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდკორონავირუსის შემთხვევები აქაც დაფიქსირდა,სჯობია თავი დავიცვათ და ვირუსმა ისე გადაიაროს და არა იმის მოლოდინში, რომ მზე გამოვა, დათბება და იმიტომ გადაივლის.
„პროფესორის განცხადებაში უფრო ალბათ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის ე.წ. იმუნური ფენა წამოვა, ანუ ის ადამიანები რომელთაც უკვე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესეც ვირუსული ინფექციაა და აუცილებელი არაა, რომ ადამიანი მოკლას, უმეტესობა წინა კორონავირუსებისგან განსხვავებით ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ ის ადამიანები, ვინც ამ გრიპოზულ ინფექციას მოიხდიან, უკვე იმუნიზირებულები იქნებიან და ამიტომ მოხდება დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება, თორემ ის მომენტი, რომ რადგან ზაფხული მოვა, სიცხე იქნება და გადაივლის, ამას მაინცდამაინც დიდი იმედით არ უნდა ვუყურებდეთ.
„პირველ რიგში თავდაცვაა საჭირო რომელიც ვირუსის გავრცელებას თავიდან აგვარიდებს, ჩვენ თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმას რაც საჭიროა, შესაძლოა არავითარი პიკების განვითარება არ მოხდეს,რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ ის ამბავი, რომ ეს მხოლოდ ნერწყვით და აირწვეთოვანი გზით არ გადადის," - განაცხადა ხმალაძემ.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონოვირუსული ინფექციის 128 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 4.7 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, 68 ათასი კი განკურნა, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა.