თამარ შუკვანი
13.03.2020

მოქალაქეები ხშირად ამბობენ უარს თვითიზოლაციის წესების აღსრულებაზე. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებას დაავალა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის გაკონტროლება. პირს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, პოლიცია კარანტინში იძულებით გადაიყვანს.

კიდევ ერთი პირი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მისივე თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ თითქმის ორი დღის განმავლობაში ცდილობს სოფლის ადგილობრვი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონი თვითიზოლაციაში მოექცეს, თუმცა ქალბატონი და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, იგი უკვე თვითიზოლაციშია, საკუთარ ოჯახში.

სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი რამდენიმე დღის განმვალობაში ახლობლებისა და მეზობლებისგან სამძიმარს იღებდა. ხარაგაულის სოფელ ხუნევში ადგილობრივები ამ ფაქტით თავზარდაცემულები არიან, მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისფულებას სთხოვს, რათა იტალიიდან დაბრუნებული ქალბატონი საკარანტინო ზონაში გადაიყვანონ.

12 მარტს უწყებამ დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დაარღვევის ფაქტზე ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში სამი პირი გამოავლინა, რომლებიც შემდეგ იძულებით საკანატინო ზონაში გადაიყვანეს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან შემოსული მგზავრების გარდა კიდევ 4 ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს შეეხება - გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ან ტრანზიტად გაიარეს ისინი, ასევე ექვემდებარებიან აუცილებელ 14 დღიან საკარანტინო პირობებს. ასევე, უცხოეთის მოქალაქეებიც. ამის შესახებ მინისტრმა 12 მარტს ბრიფინგზე განაცხადა.

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება. გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 49 პაციენტი იმყოფება. ამასთან იგეგმება საკარანტინო ზონის მოწყობა რუსთავშიც.

ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ამის ფონზე, საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადადის. პრემიერ-მინისტრი მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს მოუწოდებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდნენ, რაც სპეციალისტების თქმით, პრევენციისთვის ხდება და ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში 16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. გაუქმდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით ბოლო მონაცემებს, კორონავირუსს 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში დასტურდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×