ია აბულაშვილი
13.03.2020

"ოპოზიციას აქვს საფუძველი, რომ არ ენდოს ხელისუფლებას, რადგან ჯერ გამოაცხადა პროპორციული არჩევნები, შემდეგ ჩაიდინა უაზრობა და გადაათამაშა. როცა ასეთი პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები არიან სახელისუფლებო პარტიაში, აქ ყველა მოულოდნელობას უნდა ელოდოს ადამიანი" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებას, რომ არ აპირებენ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში, სანამ არ დაინახავენ შეუქცევად ნაბიჯებს შეთანხმების შესასრულებლად.

"პოლიტიკური შეთანხმება ყოველთავის კარგია, ვიდრე კონფრონტაცია, თანაც თუ პოლიტიკურად წონიანი ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას შეთანხმებაზე; მაგრამ საქართველოს პირობებში ცოტა სხვა რამ ხდება. პოლიტიკურად წონიანი ლიდერები არც ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, ხელისუფლებას ნება არ აღმოაჩნდა, რომ თავიდანვე არ გაერთულებინა სიტუაცია. ოპოზიციას კი ძალა არ აღმოაჩნდა, რომ ზეწოლა მეხდინა ხელისუფლებაზე და აეძულებინა ის წასულიყო იმ კომპრომისზე, რომელიც აუცილებელია რათა არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ პირობებეში და მისი შედეგი არ დადგეს კითხვის ქვეშ. ამიტომ ჯიუტ ბავშვებს დაუძახეს უფროსებმა, ყურები აუწიეს, დაარიგეს და გამოყარეს გარეთ. სწორიც გააკეთეს.

მეორე პრობლემა რაც აშკარად სახეზეა, მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდნენ სხვა პარტიები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ პრეტენზია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების. "ნაციონალურ მოძარობას" გასაგებია, ჰყავს გარკვეული მხარდამჭერები, მაგრამ რატომ ისხდნენ ურეიტინგო პარტიები იქ, სრულიად გაუგებარია. ე.ი. არსებობს გარკვეული შეხედულება, ვინ არის ოპოზიცია, ვისაც ყველგან ეძახიან და არიან პარტიები, რომლებსაც როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს. ძალიან სამარცხვინო სიტუაცია იქმნება და ეს არ არის კარგი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ამიტომ საჭიროა არჩევნები, ყოველგვარი ბლოკების დაშვებით, რომ ვიცოდეთ თითოეული პარტიის რეალური წონა.

რაც შეეხება შეთანხმების შემდეგ არჩევნებში გამარჯვების ვის რა შანსი აქვს, იმდენად დიდი დროა დარჩენილი და თანაც საქართველოს პირობებში, რომ დღეს ამაზე ლაპარაკი პარაქტიკულად წარმოუდგენელია. ხელისუფლებამ უკვე ჩაიდინა უაზრობა, ბევრი რამ დაკარგა და არაფერი მოუგია. ისე, 20-25%-ზე მეტს ვერცერთი თუ ვერ მიიღებს და შეიქმნება კალიციური უმრავლესობა, გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს" - აცხადებს გიორხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×