თამარ შუკვანი
13.03.2020

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო შსს-მ კარანტინში იძულებით კიდევ 9 ადამიანი გადაიყვანა. უწყებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა.

„ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა. ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

„ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი," - აღნიშნულია განცხადებაში.

მოქალაქეები ხშირად ამბობენ უარს თვითიზოლაციის წესების აღსრულებაზე. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებას დაავალა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის გაკონტროლება. პირს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, შსს კარანტინში იძულებით გადაიყვანს.

კარანტინში გადაყვანილი ერთ-ერთი პირი იტალიიდან დაბრუნებული შუახნის ქალბატონია, რომელიც საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მისივე თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ თითქმის ორი დღის განმავლობაში ცდილობს სოფლის ადგილობრვი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონი თვითიზოლაციაში მოექცეს, თუმცა ქალბატონი და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, იგი უკვე თვითიზოლაციშია, საკუთარ ოჯახში.

12 მარტს უწყებამ დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დაარღვევის ფაქტზე ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში სამი პირი გამოავლინა, რომლებიც შემდეგ იძულებით საკანატინო ზონაში გადაიყვანეს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

ცნობისათვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში 16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. გაუქმდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×