თამარ შუკვანი
14.03.2020

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნის ფონზე, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვას, პრეზიდენტის მხრიდან რამდენად მისაღებია უგულავას შეწყალება, თავად სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

„ჩემი საქმე არ არის, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. ასე რომ, აქედან ვერც ამას ვუკარნახებ და ვერც იმას.

„როდესაც ოპოზიციის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვითო და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რამდენად ლოგიკური იქნება (უგულავას გათავისუფლება), ეს პრეზიდენტმა გადაწყვიტოს," - უთხრა „რეზონანსს" ქანთარიამ.

მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია ამბობს, უგულავამ პრეზიდენტს განცხადებით 13 მარტს მიმართა.

„მივართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან," - თქვა ბასილაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×