რეზონანსი
15.03.2020

„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში იქნება კრიზისი, რაც საქართველოზეც აისახება.

„არის მცდელობა ხელისუფლებიდან რომ აჩვენოს საზოგადოებას თითქოს რაღაცას აკეთებენ. კრიზისი იქნება სერიოზული არამარტო საქართველოში დედამიწაზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ აგვცდება. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და მწარედ მოგხვდება, მდიდარი ქვეყნები უფრო გაუძლებენ.

ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას აქვს პრობლემები. პრობლემები სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით გვარდება. ეს უნდა გადადგა მაშინ, როდესაც გადასადგმელია. ეს რომ რაღაც კრიზისი დაგვარტყამს და მერე იწყება ფაციფუცი კრიზისული გეგმები გამოცემა ხელისუფლების მხრიდან თითქოს რაღაც სასწაული შეიძლება გააკეთ რაც ვენ გადაგვარჩენს, არ არსებობს ასეთი სასწაულები", - ამბობს ჯაფარიძე "ტვ პირველთან". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×