
ბათუმში მცხოვრები ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
„თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო" - ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ" - ამბობს მგზავრი „ბათუმელებთან".
„ბათუმის ავტოტრანსპორტის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბესო დათიაშვილი ამბობს, რომ მძღოლის ქმედება თვითნებურია და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება.
„მძღოლს თვითნებურად აქვს ეს გადაწყვეტილი ალბათ, მითითება არ აქვთ მაგაზე. ავტობუსებს დეზინფექცია უტარდებათ, მძღოლს შეხება არ აქვს არც ფულთან და არც მგზავრთან უშუალოდ და სხვა რა უსაფრთხოება უნდა დავიცვათ" - ამბობს დათიაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია მძღოლს დაუკავშირდება და მის პოზიციასაც მოისმენს.
ბათუმელები