რეზონანსი
15.03.2020

„აჭარაში იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა დაგვიდასტურდა“, -ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რეგიონში ქუთაისიდან შევიდა, თუმცა ის კარანტინში იმყოფებოდა, ამიტომ ინფექციის ადილზე გავრცელების რისკი არ არსებობს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში დაფიქსირდა ასევე თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევები, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინა.

ცნობისთვის, სქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

წყარო: "Pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×