
უგეზო მთვარეა 13:34 დან 20:25 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
ვერძი
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ, როგორ მიიღებ ცხოვრებისეულ მოვლენებს მუქ თუ ნათელ ფერებში. ძალიან მნიშვნელოვანია, გონება-განწყობის ამაღლებაზე იზრუნოთ.
კურო
მიჰყევით დროის დინებას და შეინარჩუნეთ ეს განწყობა და მოემზადეთ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებებისთვის.
ტყუპები
დეპრესიულ ფონი და ცუდი განწყობა, უინტერესო გარემოებას ქმნის, ახლა თვითკონტროლის დროა, მედიტაციითა და ლოცვით, ამ პერიოდს შედარებით მარტივად გადალახავთ.
კირჩხიბი
ცხოვრება მშვენიერია, პატარ-პატარა საჩუქრები გახარებთ და გაბედნიერებთ, ოპტიმისტური განწყობა სრულიად ცვლის ხედვას ირგვლივმყოფ ადამიანებზე.
ლომი
არის კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა, მაგრამ თქვენ შეძლებთ დაამტკიცოთ სიმართლე და მიუხედავად ხმაურიანი გაუგებრობებისა, კარიერულადაც წინ წაიწევთ.
ქალწული
შანსი გეძლევათ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე იზრუნოთ და ცოტა გამხიარულდეთ კიდეც.
სასწორი
კარგი იქნება მედიტაციური პრაქტიკების ან ეზოთერული საკითხების შესწავლა, ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებს და მინიშნებებს.
მორიელი
შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი და შეიცვალეთ თვითონაც. მოჭარბებული ენერგია აღმშენებლობისკენ გიბიძგებთ, იღვიძებს თქვენში აქამდე უცნობი შემოქმედებითი უნარები.
მშვილდოსანი
შესაძლოა, დღეს, ქება და მადლობა დაიმსახუროთ ირგვლივმყოფებისგან იდეალურად შესრულებული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
თხის რქა
გაითვალისწინეთ მოვლენები და ცვლილებები შეიტანეთ თქვენს გეგმებში, ახლა სიჩქარე და სულსწრაფობა არ არის გამართლება.
მერწყული
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ შეგაშინებთ სეზონური ვირუსები, რომელსაც ნეგატივი და შფოთი, მოუსვენრობა შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში.
თევზები
მშვენიერებასა და სილამაზეს ასხივებთ, სასიამოვნოა ახლა თქვენთან საუბარი და ურთიერთობა. დატკბით მომენტით, იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე