რეზონანსი
16.03.2020

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ COVID-19-ზე ტესტს არავინ აკეთებს, თუ 60 წელს გადაცილებული არ ხარ.

"საქართველომ რაც გააკეთა კორონავირუსთან მიმართებაში, ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა... ერთი კვირაა, რაც ცუდად ვარ და გაციებული ვარ. დღეს მოვედი, რომ კორონავირუსზე ტესტი ამეღო. შვეიცარიაში ტესტს 60 წლის ზევით უკვეთებენ. ნუ გაირჯებით ვინც 60 წლს ქვევით ხართ. ასე ამბობენ არ გვაქვსო. გამომიწერეს წამლები და მიბრძანეს სახლში იყავიო. სხვა არაფერს აკეთებენ.

რაც შეეხება სპირტს, არ აქვთ, არც ნიღბები აქვთ გასაყიდი. ჩვენც გვიჭირსო, ექიმმა გვითხრა. ეს არის შვეიცარიის მედიცინა და ამათი შემოწმება“, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.

შვეიცარიაში კორონავირუსის 2000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×